LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მეწარმე ქალების პროდუქციის რიგით მეორე გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

141
ექსპო

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 21 და 22 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში, ქალი მეწარმეების პროდუქციის რიგით მეორე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიებაზე 160 ქალი მეწარმის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტი იქნება წარმოდგენილი: ადგილობრივი და ნატურალური საკვები პროდუქტები, ღვინოები, სასაჩუქრე აქსესუარები, დეკორი და ავეჯი, თავის მოვლის საშუალებები, ხელნაკეთი საბავშვო სათამაშოები და სხვა.

სპეციალურად ბავშვებისთვის შემეცნებითი სივრცე მოეწყობა, სადაც პატარებს ანიმატორებთან ერთად მეწარმე ქალები ისეთ აქტივობებს შესთავაზებენ, როგორიცაა ორცხობილების მოხატვა, სახის მოხატვა, სენსორული თამაშები და სხვა.

პავილიონის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილ კვების სივრცეში გლინტვეინთან და სხვა სასმელებთან ერთად უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას საშუალებაც იქნება.

ღონისძიებას 16 საათიდან მუსიკალურად დიჯეი გააფორმებს.

magti 5g