თბილისი მოლში “ზარას” მაღაზია ჩამოინგრა. ცოტა ხნის წინა სოციალურ ქსელში ნგრევის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ორსართულიანი მაღაზიის მეორე სართული წუხელ გვიან ღამით, არასამუშაო საათებში ჩამოინგრა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.