LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მონაცემთა უდიდეს ფესტივალს, DataFest Tbilisi 2023-ს უმასპინძლებს

145
ჯიტა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, 9-11 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალი DataFest Tbilisi 2023 გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა.

ღონისძიების მიზანია სტარტაპის დამფუძნებლებმა და ინვესტორებმა მეტი გაიგონ ერთმანეთის საქმიანობის, ინტერესების შესახებ და დაამყარონ ახალი, საქმიანი კავშირები.

ფესტივალის ფარგლებში:

  • მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპები ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით აუდიტორიას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ.
  • გაიმართება პანელური დისკუსიები, რომლებზეც ისეთ საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა მონაცემებისა  და ტექნოლოგიების გამოყენება სტარტაპებში,  ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენება და სხვა.
  • ჩატარდება ვორქშოფები.

ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზაციასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.

ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს,  200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.

წელს ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.

DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები