ყველაფერი მშენებლობისა და ინტერიერის შესახებ ერთ საგამოფენო სივრცეში.
გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია” 26-29 აპრილს, გიწვევთ მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენაზე.
”ეს იქნება ერთი ღონისძიება მთელი სამშენებლო სექტორისთვის. Caucasus Build 2018 – ოთხ დღიანი ღონისძიებაა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი კომპანია 12- ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა პროფილებით: სამშენებლო და სარემონტო მომსახურება, სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სამშენებლო მასალები, არქიტექტურა და საინჟინრო მომსახურება, დიზანი და პროექტირება, სახურავი და საფარი; ფასადი და მოპირკეთება, გარე სამუშაოები, ტიხრები, ჭერი, სართულები, სტრუქტურა, სუბსტრუქტურა, კიბეები და ბალუსტრადები, ლანდშაფტი და მებაღეობა, სხვა სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება, ელექტროენერგია, ელექტრო და მექანიკური სისტემები”, – აცხადებენ “ექსპოჯორჯიაში”.
მათივე ცნობით, პროგრამა პარალელურად დატვირთული იქნება სხვადასხვა სემინარებითა და წინასწარ დაგეგმილი B2B საქმიანი შეხვედრებით.