LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

139
ლეო

თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი“, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა გახსნეს.

ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილება და გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.

ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

ფორუმს 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.