2021 წლის 15 თებერვლიდან „ყატარის ავიახაზები“ ასრულებს ყოველდღიურ რეისს დოჰასა და თბილისს შორის და მომხმარებელს სთავაზობს უწყვეტ კავშირს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქთან.
ამ ეტაპზე, „ყატარის ავიახაზები“ თბილისიდან დღეში მხოლოდ ერთ ფრენას ახორციელებს და ამით სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ მოგზაურობას საქართველოდან ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში.
„ისარგებლეთ ყატარის ავიახაზებით და დაუბრუნდით უკვე ნაცნობ ადგილებს, ან აღმოაჩინეთ ახალი მიმართულება, ან უბრალოდ მოინახულეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. ყატარის ავიახაზებით ფრენისას თქვენ გელით ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ფლოტი, ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები როგორც ბორტზე, ასევე დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.