თბილისიდან ყაზახეთის ქალაქ აქტობეს მიმართულებით ავიარეისი დაინიშნა. ჩარტერულ ფრენას 28 აგვისტოს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, გაფრენა შედგება 04:50 საათზე – 08:00 საათზე კი ჩაფრენა.
ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.mywayairlines.com
ბილეთის ფასი 300 დოლარს შეადგენს. ავიაბილეთის ღირებულებაში შედის: 8კგ ხელბარგი და 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი.