ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, ავიარეისის თბილისი-ბერლინი-თბილისის მგზავრებისთვის, განსაკუთრებული შეთავაზება აქვს, რომელიც ბილეთის ფასს ეხება.
„განსაკუთრებული შემოთავაზება, თბილისი-ბერლინი-თბილისის ავიაირეისზე: 26 მაისს, 1 გზის ბილეთის ღირებულება იწყება 507 ლარიდან. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია! დაჯავშნასთან და შეძენასთან დაკავშირებით გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ვებ-გვერდს, ან ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს. მოუთმენლად გელოდებით ბორტზე!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავად Georgian Airways ავრცელებს.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო, საქართველოში საჰაერო ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.