ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ 1 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს. რეგულარულ ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულდება.
ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.