LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან რიგის მიმართულებით რეისები მარტის ბოლოდან ბრუნდება

104
02-yl-aav-1170x530

airBaltic თბილისის მიმართულებით რეისებს მარტის ბოლოდან განაახლებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ლატვიური ავიაკომპანია რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 28 მარტიდან შეუდგება და კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

როგორც ცნობილია, airBaltic მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს თვითმფრინავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, Skytrax-გან 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები