LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან შარმ ელ შეიხის მიმართულებით ავიამიმოსვლა ერევნის გავლით აღდგა

145
5162d8-e8fa9405ff5244cc968653c1df247f1b-mv2

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ახალ ავიამიმართულებას ამატებს. კერძოდ, საუბარია შარმ ელ შეიხზე.

„არ გინდა რომ ზაფხული დასრულდეს? თქვენთვის დიდი სიახლე გვაქვს! 2 ოქტომბრიდან ვიწყებთ რეისების შესრულებას ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანიასთან – Aircompany Armenia-სთან ერთად ავიარეისებს შემდეგი მიმართულებით: თბილისი-ერევანი-შარმ ელ შეიხი-ერევანი-თბილისი“, – აცხადებენ Georgian Airways-ში.

მათივე ცნობით, რეისი იმუშავებს კვირაში ორჯერ: ყოველ სამშაბათს და შაბათს. „დამატებითი ინფორმაციისთვის და დაჯავშნისთვის დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. ბილეთები უკვე იყიდება. ეგვიპტე გელოდებათ“, – განმარტავენ ქართულ ავიაკომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g