LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი მესამედ დაკორექტირდა – ის კიდევ 77 მილიონი ლარით გაიზარდა

106
თბილისის ბიუჯეტი

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რომელიც თბილისის საკრებულოში მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა. შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ 77 მილიონ 111 ათასი ლარით, ანუ 2 მილიარდ 348 მილიონ 609 ათას ლარამდე იზრდება.

წარდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.

77 მილიონი ლარიდან 50.4 მილიონი ლარი საგანმანათლებლო მიმართულებას დაემატა, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 357 მილიონი ლარი გახდა. ბიუჯეტს დაემატა ახალი პროგრამა – საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელზეც 39 მილიონი ლარი დაიხარჯება, ასევე ახალია სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა, რაზეც დამატებით 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 15.8 მილიონი ლარი დაემატა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტიც 754 მილიონი ლარი გახდა, ხოლო კეთილმოწყობის მიმართულებაზე დამატებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტის უკვე მესამე კორექტირებაა. თავდაპირველად, იანვარში, ბიუჯეტს 180 მილიონი ლარი დაემატა, ივნისში კი ის დამატებით 62 მილიონი ლარით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g