თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებები არ აქვთ მოსწავლეებს.
შსს-ის ინფორმაციით, დაპირისპირებაში არ ფიგურირებს ცივი იარაღი.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ შენიშვნა მისცა.
ამ წუთებში სამართალდამცველებს ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაჰყავთ.