LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 6 რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების სჩამონათვალი

137
შუქი

მთაწმინდის, კრწანისის, დიდუბის, გლდანის, საბურთალოს და სამგორის რაიონების მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ამაღლების, მაყაშვილის, მუსხელიშვილის და კოჯრის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, დიუმას, ვერცხლის, ნაკაშიძეების, ბარათაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, სამტრედიის, ბელიაშვილის, ჩაჩავას და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, V, VII, VIII მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ქერჩის, ვეკუას, ხიზანიშვილის, შენგელიას, ახმეტელის, გობრონიძის, კეცხოველის, ვასაძის, ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, თიანეთის, გმირ კურსანტთა, იპოლიტოვ-ივანოვის, ხერგიანის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, იმედაშვილის, არდაზიანის, შარტავას, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, გოთუას, მგალობლიშვილის, გაგარინის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ქანთარიას,  ანაგის, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის,  ცინცაძის, ლევანდოვსკის,  გამყრელიძის, ალასანიას, ყუშიტაშვილის, ალმასიანის, მარუშიძის, ჩიქოვანის (ნაწილობრივ), ლომონოსოვის, ცხინვალის, ვოლოდარსკის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, V კვარტალების, მერაბ ალექსიძის, ანჯაფარიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ),  ყურაშვილის, გოგიძის, მაღლაკელიძის, გელოვანის, ჯაფარიძის და სიხარულიძის ქუჩების  მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, კუპრაძის და იუმაშევის ქუჩების  მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g