LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტმა რამდენიმე პრაქტიკანტი დაასაქმა

73
290204166_7546385928769227_5826597769458207306_n

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთთვიანი საწარმოო პრაქტიკა გაიარეს.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ მგზავრების რეგისტრაციის პროცესს და პრაქტიკიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, მომუშავე პერსონალის დახმარებით, თავადაც მიეღოთ მგზავრები.

„სტაჟირების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე პრაქტიკანტი დაასაქმა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას TAV-ს თანამშრომლობისთვის! გისურვებთ წარმატებებს!”, – აღნიშნულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g