LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტს თვითმფრინავის ახალი სადგომები დაემატება

267
54523559_2011391085625008_2078979190211739648_n

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მალე თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი შეემატება. ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ გადაცემა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი სადგომების დამატებისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  თვითმფრინავის 57 სადგომი გვაქვს. ველოდებით ნებართვას და 2 თვეში თბილისის აეროპორტში გვექნება უკვე საჰაერო ხომალდის 62 სადგომი. ახალი 5 სადგომი დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაჯდება. ინვესტიცია ივნისის ბოლომდე განხორციელდება და ამ დროს გავხსნით ახალ სადგომს”,  – განაცხადა ზაქარაძემ „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g