LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში მგზავრი 23 კგ მარიხუანით ჩამოფრინდა

11751
140502171010-marijuana-tsa-suitcases-story-top

23 კილოგრამი „მარიხუანა“ თბილისის აეროპორტში – ნარკოტიკული საშუალება თბილისში ჩამოფრენილ მოქალაქეს ხელბარში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რენტგენო სკანერით აღმოუჩინეს.

შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა.

შსს-მ 9 მილიონი ლარის ნარკოტიკები გაანადგურა [ვიდეო]

ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

“საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის დ.დ.-ს კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g