LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში მოსაბრუნებელი მოედანი და თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემა ამოქმედდა

62
279690959_5188822594518982_3248226243163521671_n

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი ამოქმედდა, აგრეთვე თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემა, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. ინფორმაციას თბილისის აეროპორტის ოპერატორია კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება. ჯამში, აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ და აეროპორტის მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ უზრუნველყვეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკ GOLF შუქტექნიკური სისტემა სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროექტში TAV Georgia-მ 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g