თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება.
ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღეს 31 წელი გავიდა“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 31 წლისთავს აღნიშნავს.
ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მისი გემო იცის, სისხლისა და სიკვდილის გემო: ვალერი ზალუჟნი