LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დღეს სხვადასხვანაირად ვხვდებით.. ვიღაც თხრილებში, ტანკებსა და ბმპ-ში, ზღვასა და ჰაერში“ – როგორია უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი

89
630_360_1563201474-545

დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 31 წლისთავს აღნიშნავენ. დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა ომის პირობებში აღნიშნავს.

ხელისუფლებამ დედაქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა. დასავლეთი და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დედაქალაქზე თავდასხმის კიდევ ერთხელ განხორციელებისთვის ემზადება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას სთხოვს, შესაძლო პროვოკაციების გამო, 24 აგვისტოს  განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, ეს დღე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია ჩვენი მტრისთვისაც.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშებს.

შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და აუცილებლად ვუპასუხებთ რუსული ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები. გთხოვთ, დაიცავით კომენდანტის საათი. გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

„ამ დღეს სხვადასხვანაირად ვხვდებით: ვიღაც თხრილებში, ტანკებსა და ბმპ-ში, ზღვასა და ჰაერში. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე.

ვიღაც გზაშია, მანქანაში, სატვირთოებსა და მატარებლებში. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, იმის აღსრულება, რაც სჭირდებათ წინა ხაზზე მყოფებს.

და ვიღაცა სმარტფონში ან კომპიუტერშია. ასევე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა – ფინანსების მოძიება, რათა გზაში მყოფებს რაიმე ჰქონდეთ წინა ხაზზე მყოფთა გასატანად.

ჩვენ ამ დღეს სხვადასხვა გარემოებით, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაში ვხვდებით, მაგრამ ერთადერთი მიზნით – შევინარჩუნოთ უკრაინის დამოუკიდებლობა და გამარჯვება! ჩვენ ერთად ვართ გაერთიანებული.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!“, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.

რუსეთ-უკრაინის ომი 24 თებერვალს დაიწყო. 

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აგვისტომდე პერიოდში განადგურებულია უკრაინის:

  • 268 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 796 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 377 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 818 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 335 საველე არტილერია და ნაღმსარტყორცნი
  • 5 024 სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

თითქმის 9 000 უკრაინელი გმირი დაიღუპა რუსეთთან ომში – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამცველებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, 22 აგვისტოს.

აპრილის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

რუსეთ- უკრაინის ომში 400-მდე ბავშვი დაიღუპა და 718-ზე მეტი დაშავდა.

გაეროს განცხადებით, ომი დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის 7,5 მილიონ ბავშვზე.

ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 11 მილიონს გადასცდა.

გაეროს განცხადებით, ომი დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის 7,5 მილიონ ბავშვზე.

ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 11 მილიონს გადასცდა.

ომში რუსეთსაც დიდი დანაკარგები აქვს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი დაახლოებით 45 550 ადამიანია.

სამწუხაროდ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მონაცემი იცვლება.

ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვა საკუთარი სისხლით სავარაუდოდ კიდევ დიდხანს მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g