თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. გადაწყვეტილება თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.
ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2-დან 16 მარტამდე შეწყდება. დაისვენებენ ასევე სახელოვნებო სკოლებიც.
“მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ტარდება შესაბამისი სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ სააღმზრდელო პროცესი,” – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, დღესვე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ სკოლებში სწავლა 2-დან 16 მარტამდე შეწყდება.
სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება