ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პატრონიან ცხოველებს, თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, სტერილიზაცია-კასტრაციას უფასოდ ჩაუტარებს.
„ცხოველის რეგისტრაციისთვის საჭიროა მისი იდენტიფიკაცია (ჩიპირება), რომლის საფასური თავშესაფარში 19 ლარს შეადგენს. ხოლო იდენტიფიკაციის შემდეგ, ხდება ცხოველის რეგისტრაცია კონკრეტულ მეპატრონეზე.
სააგენტოს შეთავაზების მიზანს რეგისტრაციისა და სტერილიზაციის წახალისება წარმოადგენს.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, სავალდებულოა შერეული ჯიშის (მეტისი) შინაური ცხოველის სტერილიზაცია”, – ნათქვამია თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაში.