LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის და ბათუმის აეროპორტები კადრებს ეძებს: სერვის პერსონალის პოზიციაზე ვაკანსიებია

1449
1d27ca26a386d0ac9b6010a96aa6fc56

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები აცხადებს ვაკანსიას სერვის პერსონალის პოზიციაზე. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აუცილებელი მოთხოვნებია:

✔️ უმაღლესი განათლება;

✔️ ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

✔️ საოფისე პროგრამების ცოდნა;

✔️პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;

✔️ სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

✔️ დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;

✔️კომუნიკაბელურობა; გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩაითვლება უპირატესობად;

„იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 310 081

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები