LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ეროვნულ პარკში მარკირებული ბილიკი გაიხსნა

531

თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეს თბილისის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად მოწყობილი პირველი მარკირებული სალაშქრო ბილიკია, რომელიც ერთმანეთს მამკოდასა და საგურამოს აკავშირებს.

ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყო. მარკირებული ბილიკი სოფელ მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და სოფელ საგურამოში სრულდება. მისი გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი.

ბილიკის მოწყობისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები არასამთავრობოორგანიზაცია „მწვანე  ბორჯომმა“ შვეიცარიის მისიის ფინანსური მხარდაჭრით განახორციელა.

mazda magti 5g