31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, თბილისი და კახეთის რეგიონი საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს, Tbilisi Gastro Week 2026-ს უმასპინძლებს.
წლევანდელი კვირეული საიუბილეოა: პროექტი უკვე მეხუთედ იმართება და წელს კიდევ უფრო ახალი მასშტაბით, მსოფლიო დონის Michelin-ის ვარსკვლავის მქონე შეფებითა და უპრეცედენტო კულინარიული კოლაბორაციებით ბრუნდება.
Tbilisi Gastro Week-ის მთავარი მისია თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის შექმნა, ახალი იდეების გაზიარება, ქართული პროდუქტებისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაა. წლევანდელი საიუბილეო პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გასტრონომიისა და ღვინის შეხამებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეწვევა ფლორიან გიულოტო (Florian Guilloteau) — პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორი, თანამედროვე ღვინის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ფიგურა, რომელიც თავის ქართველ კოლეგასთან და ასევე მსოფლიოში აღიარებულ სომელიესთან, ანნა გოდაბრელიძესთან ერთად გაუძღვებიან ვახშმებს ღვინის დეგუსტაციით და სხვა
ბევრი საინტერესო დეტალებით ინდუსტრიაზე. ასევე პირველად საქართველოს ეწვევა ფრანგული კულინარიის ლეგენდა, 3 მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი – ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel),
რომელიც ვახშამს მოამზადებს, რესტორან ოსტიგანში, ერთი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ, შეფ სტეფან გორტინასთან, ერთად.
წელს ფესტივალს გააშუქებენ, განსაკუთრებით მრავალრიცხვოვანი, საერთაშორისო
ჟურნალისტების გუნდი და დაესწრებიან გავლენიანი, გასტრონომიის ექსპერტები.
კვირეულის მთავარი ივენთები:
- საიუბილეო გალა-გახსნა (31 მაისი):
კვირეული საზეიმოდ გაიხსნება „Paragraph Golf & Spa Tabori Hotel“-ის რესტორან მარიალში
(Mariali), სადაც სამასამდე სტუმარი გაეცნობა წლევანდელი სეზონის კულინარიულ ხაზს. - საერთაშორისო ოთხი ხელის ვახშმები (Four Hands Dinners):
კვირეულის განმავლობაში წამყვანი ქართველი და უცხოელი შეფები (საფრანგეთიდან,
პორტუგალიიდან, დუბაიდან და სხვა) ერთობლივ, ექსკლუზიურ მენიუებს შექმნიან ისეთ გამორჩეულ ლოკაციებზე, როგორიცაა სასტუმრო „Margot by the River“, „Mozaiko“ (Ambassadori Hotel) და „Dalood Cafe“. - გასტრონომიული ტური კახეთში (2-3 ივნისი):
ფესტივალი თბილისის ფარგლებს გასცდება და სტუმრებს ბოდბის მონასტრის კულტურულ ტურს,
სიღნაღში („სამზეო“) და ყვარელში („პავილიონი“) ტრადიციულ კახურ სამზარეულოს,
მასტერკლასებსა და ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებს. - თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი (4-5 ივნისი):
წლევანდელი კვირეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სასტუმრო „Paragraph Freedom Square“-ში დაგეგმილი ფორუმი, რომელიც მიეძღვნება ურბანულ განვითარებას, ეკო-მობილობას,
მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და გასტრო-ტურიზმს. ფორუმის სპიკერებს შორის იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები: პროფესორი იამელ ჰენრიქსენი (Prof. Yamel Henriksen) და სებასტიან რიპარი (Sébastien Ripari).
ვარსკვლავური შეფების შემადგენლობა:
წლევანდელ კვირეულში მონაწილეობენ გასტრონომიული სამყაროს ლეგენდები და წამყვანი ქართველი შეფები, მათ შორის: ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel) (ფრანგული კულინარიის
ლეგენდა, Michelin 3*), სტეფან გორტინა (Stephane Gortina) (Michelin-ის ვარსკვლავის მქონე
ფრანგი შეფი), ვასკო კოელიო სანტოსი (Vasco Coelho Santos) (პორტუგალიელი მიშლენის
ვარსკვლავოსანი შეფი), კელვინ ჩუნგი (Kelvin Cheung) (დუბაის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული შეფი), ასევე ცნობილი ქართველი კულინარიული პროფესიონალები: გურამ ბაღდოშვილი, თეკუნა გაჩეჩილაძე, ვახტანგ გობეჯიშვილი, ტატო ჟღენტი, გიორგი ვასილევი, გიორგი აბსანძე, ზუკა ჟღენტი, ოთო ლეფსვერიძე და ალექსანდრე ბაინდურაშვილი.
კვირეულის ერთ-ერთი კულმინაცია იქნება გალა-ვახშამი სასტუმრო „Paragraph Freedom
Square“-ის რესტორან „Ostigan“-ში ლეგენდარული ჯაკ პურსელის და სტეფან გორტინას
შესრულებით. საზეიმო დახურვის ვახშამი, ახალი თაობის, ცნობილი, ინოვატორი, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ბასკი შეფები ხავიერ რივერო & გორკა რიკო, ვახო გობეჟიშვილთან და ეკა ბაღდავაძესთან ერთად, 8 ხელში, სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“-ის რესტორან „Ati“-ში წარმოადგენენ.
ფესტივალი დაიხურება, ბრანჩით, ოსტერია “ლუიჯი”- ში, რომელისთვისაც ფლორენციიდან სპეციალურად ჩამოფრინდება ლეგენდარული მასიმო ბოტურას რესტორნის – “გუჩი ოსტერია”
(Gucci Osteria) – ს შეფი, ტაკაჰიდო კონდო , მიშლენის ვარსკვლავოსანი, თანამედროვე მაღალი კულინარიისა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.
