LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: „ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება“

112
საბაგირო

„ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება“ – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისი მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები.

„საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g