LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს

98
eliavasbazroba1

თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა, სადაც მოქალაქის შეკითხვას გამოეხმაურა.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც დღეს ხდება ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ერთია მისი გადატანის შესაძლებლობა და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტი და მეორეა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყველანაირ უსაფრთხოების ზომებს დააკმაყოფილებს,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბაზრობის მეპატრონეებთან და მათი მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ჯანსაღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g