ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით უშუალოდ უნივერსიტეტის წინ ასრულებდა და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.