LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მეტროს 11 მატარებელს შეიძენს, რისთვისაც 49,2 მილიონი ევრო დაიხარჯება

138
publika.ge-1-21--1

თბილისში მეტროს ამორტიზებული მატარებლები ახლით შეიცვლება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელმაც ინფორმაცია თბილისის მერიიდან გამოითხოვა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის, 11 მატარებლის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს შეადგენს.

„მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით EBRD-ის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სს “მეტროვაგონმაში” დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის (11 მატარებლის) შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს. მოწოდება დაგეგმილია 36 თვის განმავლობაში“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილია ასევე, არანაკლებ 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები