LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს და მათ მიერ წარმოდგენილ პროექტს აქვეყნებს

139
Untitled design (44)

თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული:

„ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“.

პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

“მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები” – კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორი, შალვა ქურიძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ტექნიკური რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

„როდესაც ნახეს ჩემი პროექტი, ძალიან გაუკვირდათ. პროექტი შეცვლილია, ტექნიკურ ნაწილში სხვა რამეა. სხვა სისტემაა, ჩინურია, არ არის გერმანული. ჩვენი პროექტით, მრგვალ შადრევანს ჩვენ ვუცვლიდით სამშენებს, განათებებს და ტუმბოებს. ანუ, ამგვარი შადრევნის ტუმბოები ჭაში იდგა ერთი მეტრის მოშორებით. ჩვენ შევცვალეთ ტუმბოები ჭაში, შევცვალეთ სამშენის თავები. ეს შადრევანი რომ დაიშალა, ხელმეორედ რომ აეწყო, ახალი სისტემა რომ გაკეთდა, როგორც ვნახეთ, ტუმბო არის შიგნით ჩადგმული.

რეალურად უნდა ყოფილიყო განაპირა მხარეს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ მხარეს, მე შევარჩიე გერმანული მოდელი, მაგრამ მშენებელს უკვე უფლება აქვს, თუ ვიზუალს არ მიცვლის, რომელი ტექნოლოგიით შეასრულებს და რომელი მოდელით, მისი ნებაა“. – ამბობს შალვა ქურიძე.

ამასთან, როგორც შალვა ქურიძე ამბობს, შადრევანი მისი პროექტით რომ დაპროექტებულიყო და ჩაბარებულიყო, მინიმუმ 5 დამცველი ელემენტი ექნებოდა და თუ სადმე, რამე დაზიანდებოდა, მინიმუმ 3 ელემენტი იმუშავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g