LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

98
FORTUNA.GE-

“ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი ქულა ან მასზე ნაკლები აქვთ. ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება.” – მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა რამდენიმე ინიციატივაზე, რომლებიც სტუდენტებს შეეხება.

75 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი – რა საფრთხის წინაშე არიან უმაღლესი განათლების მიღების მსურველები

კახა კალაძის თქმით, დაფინანსების რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზაში მის სარეიტინგო ქულებზე:

“2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ქულა ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან 150 000 ქულაზე ნაკლები აქვთ.

ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე.” – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა მაგისტრანტების სემესტრულ ფინანსურ წახალისებაზე და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებისთვის კვოტირების სისტემა გაუქმდება, შედეგად კი დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გამორმაგდება:

“თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებლი მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თბილისში და სწავლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები.

ჩვენი ინიციატივით, გვინდა კიდევ უფრო გავაფართოვოთ – კერძოდ, გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გამორმაგდება.

ამჟამად, წლიურად ფინანსდება 300 მაგისტრანტი, ცვლილებების შედეგად, 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებლობა.” – თქვა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა 100 %-ით აქვთ დაფინანსებული, თანხა ჩაერიცხებათ პირად ანგარიშზე.

ასევე, პროგრამაში შემავალ უნივერსიტეტებს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.

კახა კალაძის განცხადებით, თუ ადრე სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ფინანსური წახალისება იბეგრებოდა, მომავალში, არჩევანი ექნებათ მათ და უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში, სტიპენდია არ დაიბეგრება.

პოპულალურები