LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების პრევენციული სამუშაოები დაიწყო

129
გსგჰს

თბილისის მერიამ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრევენციული სამუშაოების შესრულება დაიწყო. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება, რაც დაიგეგმა სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ.

“მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი. პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა.

ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, კეთდება კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი)“. – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია, შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს” – გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები

magti 5g