LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

64

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მუმლაძე იქნება, აქამდე აღნიშნული სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე იყო, რომელიც კერძო სექტორში გადავიდა.

თანამდებობა დატოვა თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი ხელაიამაც, რომელიც, ასევე კერძო სექტორში გადადის სამუშაოდ. ჯერ-ჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს.

შესაძლოა, რეორგანიზაცია მერიის არქიტექტურის სამსახურშიც განხორციელდეს და თანამდებობასამსახურის უფროსმა, დიმიტრი მოსულიშვილმა დატოვოს.

magti 5g