თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროს მეორე ხაზზე ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოძრაობა უკვე აღდგა.