თბილისის დროით 10:00 საათისთვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი ნაწილობრივ პარალიზებული იყო. როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა.
მეტროპოლიტენის პირველი ხაზზე მოძრაობა პარალიზებული იყო დიდუბიდან-ახმეტელის მიმართულებით.
„შემთხვევა დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა. მოძრაობა შეფერხებული იყო დიდუბიდან-ახმეტელის მიმართულებით. პრობლემის მოგვარებას ათი წუთი დასჭირდა. ახლა თბილისის მეტროპოლიტენი პირველ ხაზზე თავისუფლად გადაადგილება,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ლელა სეთურიძემ.