LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ქუჩებში საგზაო სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება – კახა კალაძე

86

თბილისის ქუჩებში საგზაო სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საცობებთან და ქუჩებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში საცობები საგზაო სამუშაოებს არ უკავშირდება, არამედ ამის მიზეზი მომრავლებული ავტომობილებია.

„ავტომობილების რაოდენობა დედაქალაქში ყოველწლიურად 6-7% იზრდება. სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს,”- განაცხადა მერმა.

რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, მისი განმარტებით, ყველაზე რთული ეტაპი დასრულებულია.

„საგზაო სამუშაოების ყველაზე რთული ეტაპი რაც იყო: გადათხრები, კომუნიკაციების შეცვლა, სანიაღვრეების მოწყობა, ყველა ლოკაციაზე დასრულდა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მხრივ ყველაზე რთული იყო ბარათაშვილის აღმართი, კოსტავა-შარტავას ქუჩები და მისი განშტოებები. ამ ქუჩებზე მოასფალტების პირველი ფენა გაკეთდა. კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს კუნძულების მოწყობას, ბორდიურების შეცვლას, ტროტუარებისა და გარე განათების მოწესრიგებას. სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g