LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი შეიცვალა

ministerstvo-obrazovaniya-i-nauki-Gruzii

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, თსუ-ის, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის გადადების თაობაზე.

განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ უნივერსიტეტებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება, სწავლის გადადებასთან დაკავშირებით. უწყების ინფორმაციით, სამინისტროს მხრიდან რეკომენდაციის გაწევა არ მომხდარა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფინალური გამოცდები, რომელიც 11 იანვრიდან იყო დაგეგმილი, 21 იანვრამდე გადადო. ამის მიზეზად, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.

სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეჩერდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე.“ – აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 4 თებერვლიდან იწყება. უნივერსიტეტის წარმომადგენელი რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში განმარტავს, რომ ცვლილება, სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით არ მომხდარა, რადგან სწავლის პროცესი ისედაც 4 თებერვლიდან იწყებოდა.

17 იანვრამდე შეწყდა სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სეუში 10-16 იანვარს სასწავლო პროცესი შეწყდება და განახლდება ხუთშაბათს, 17 იანვარს,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის განცხადებაში.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლა არ დაწყებულა, თუმცა უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს. როგორც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აცდხადებს, უნივერსიტეტს ყავს ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მყისიერ რეაგირებას ახდენს.

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ეცადა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან და თბილისის ღია უნივერსიტეტთან დაკავშირებას, მაგრამ ამ ეტაპზე, ინფორმაციის გარკვევა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები