LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში ივლის

72

სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტობუსი 24 საათის განმავლობაში იმოძრავებს. როგორც ”ფორტუნას” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს, 4 ივლისს, ამ მიმართულებით, ღამის რეისები პირველად შესრულდა. ამიერიდან, 37 ნომერი ავტობუსი, მთელი ღამის განმავლობაში, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

”გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და ტურისტული სეზონი, რის გამოც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადეს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში”.

მათივე ინფორმაციით, ამ ხაზზე მოძრავ ავტობუსზე, სატესტო რეჟიმში, Wi-Fi მოწყობილობა დამონტაჟდა და მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლბა შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები