LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორისაა Times Higher Education Impact Rankings 2025 – ჯანმრთელობა და კეთილდღეობის (SDG3) მიმართულებით

107
tssu_w_h

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Times Higher Education Impact Rankings 2025-ის მიხედვით მსოფლიოს ტოპ 201–300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.

წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 130 ქვეყნის 2526 უნივერსიტეტი შეისწავლეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა SDG3-ის – ჯანმრთელობა და კეთილდღეობის მიმართულებით,   რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თსსუ-ის წვლილს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

უნივერსიტეტების რეიტინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების შედეგების მიხედვით მომზადდა. შეფასება თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემით – Times Higher Education Impact Rankings 2025 – მოხდა. რეიტინგის შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იყო ის წვლილი, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და გნავითარებაში შეაქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g