25 მომხრე და 3 წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ სადავო საკითხი დაამტკიცა. პუშკინის სკვერთან, მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.
კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. საკრებულოს დაცვამ მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. სხდომათა დარბაზთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
ოპოზიცია საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. მათი განმარტებით, აღნიშნული მიწის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.