LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს წინ საპროტესტო აქციას „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

71

თბილისის საკრებულოს წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საკრებულოში შესვლას ძალისმიერი მეთოდებით არ ეცდებიან.

„ჩვენ დღეს ვცადეთ ჩვენი კანონიერი უფლების განხორციელება და დაგვხვდა ძალადობა. ვნახეთ, რომ სხვა ოპოზიციური ჯგუფის წარმომდგენლებსაც ძალადობა დახვდათ. ამაზე ჩვენი მთავარი პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი. რაც მთავარია, პროტესტზე ყველა მოქალაქის მოსვლა მთავარია, ხელისუფლება უიმედობის დამკვიდრება ვერ მოახერხოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g