LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა

107
გიორგი უძილაური

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა.

ვიდეო: სუს-ი ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე მოკლე ვიდეოს აქვეყნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ასევე, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატის, ბექა გულედანის თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და სასამართლოსთან საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მისი პოზიცია არ გაიზიარა.

„ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე გააჟღერა, რომ ვიღაც გიორგი უძილაური კი არა, არამედ ევროკავშირი ისჯებაო. თქვა, რომ გულბაათ რცხილაძე არ არის ჯაშუშიო, ის უბრალოდ პრორუსი არის და სახელმწიფომ პარიტეტი დაიცვაო, რომ ვითომ რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო. თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანია დევნიდა ებრაელებსო.

რაც შეეხება პროცესს, ჩვენი პოზიცია იყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე მისი დატოვება და საქმის შეწყვეტა, რადგან არ იყო მტკიცებულებათა სტანდარტი, რომელიც საქმის არსებით განსახილველად გადაცემას შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა. თუმცა, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა.

მტკიცებულებები არ არის. ჭორაობის დონეზე რომ ვისაუბროთ, ათასი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ საქმეში კონკრეტულად საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაცია, ან რა საიდუმლოზეა საუბარი, მას საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას არ ედავებიან, ჟურნალისტი იყო, ასეთი გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის”,- განაცხადა ბექა გულედანმა.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, გიორგი უძილაური მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.

მამუკა მდინარაძე: „მინდა ვთხოვო პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებს: რასაც ჩვენ მათ ქვეყნებში არ ვაკეთებთ, იმას ჩვენს ქვეყანაში ნუ გააკეთებენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g