LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

119
გიორგი უძილაური

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომას ბრალდებული გიორგი უძილაური ესწრებოდა.

სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

როგორც ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა, გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g