LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სისუფთავეზე კიდევ ერთი ახალი სამსახური იზრუნებს

203

თბილისში მალე დასუფთავების ინსპექტორები გამოჩნდებიან.

როგორც ”ფორტუნას” თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ აცნობა, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

”ჯერჯერობით ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები დამუშავების პროცესშია. ჯერ რაღაც კონკრეტულ ფუნქციებზე ვერ ვისაუბრებთ. შესაძლოა მუშაობის პროცესში ბევრი რამ შეიცვალოს”, – განაცხადა დოლიძემ “ფორტუნასთან”.

როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, პირველ ეტაპზე თბილისში 20 დასუფთავების ინსპექტორი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, რომლებიც თბილისის ცენტრალურ უბნებში ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-ჩუღურეთის ტერიტორიაზე გადანაწილდებიან.

იმ შემთხვევაში თუ “თბილსერვის” ჯგუფის ახალი სამსახური გაამართლებს და მოსახლეობისგან დადებითი შეფასებას მიიღებს, დასუფთავების ინსპექტორები მთელ თბილისში გამოჩნდებიან.

სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ინსპექტორები ნაგვის ძირს დაგდების შემთხვევაში, მოქალაქეს ჯერ მითითებას მისცემენ, ქმედების გამეორების შემთხვევაში კი დააჯარიმებენ. ჯერჯერობით არც ჯარიმის ოდენობაა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g