LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის უფასო სასადილოებით 42 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს – ერთი ბენეფიციარის კვებაზე დღეში 1 ლარი და 70 თეთრია გამოყოფილი

57
უფასო სასადილოები

თბილისში 63 უფასო სასადილოა, რომლითაც დღეში 42 075 ბენეფიციარი სარგებლობს.  

დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის მომსახურების ფასი 1.7 ლარია.

ამასთან, ძირითად სიაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა გარდა, რომელთაც მათზე გათვლილი ულუფის ყოველდღიურად მიღება შეუძლიათ, უფასო სასადილოებში რეგისტრირებულია დამატებითი სიის 3603 ბენეფიციარიც, რომელიც საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სასადილოში ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ გამოცხადდება.

ყველაზე მეტი ბენეფიციარი ნაძალადევის რაიონში მდებარე უფასო სასადილოებს ჰყავს. ამ რაიონში სულ 10 სასადილოა, სადაც ძირითადი სიაში 8053, ხოლო დამატებით სიაში 722 ბენეფიციარია.

ინფორმაციისთვის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სასადილოებით მომსახურების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა აღრიცხვის საქმის წარმოების ინსტრუქციის“ შესაბამისად ბენეფიციარები საკვებს უფასო სასადილოში იღებენ ყოველდღიურად, შეუზღუდავად, განკუთვნილი ულუფის ფარგლებში.

ძირითადი სიის ბენეფიციარებზე საკვები გაიცემა არანაკლებ 6 საათის განმავლობაში – 14:00 საათამდე, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე სადილს იღებენ დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარები.

ძირითადი სიის ბენეფიციარები კუთვნილ ულუფას იღებენ ყოველდღიურად, ბენეფიციარის არგამოცხადების შემთხვევაში, მათ ნაცვლად საკვებს იღებენ დამატებითი სიის ბენეფიციარები.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g