LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის უსინათლოთა სკოლაში დარღვევები გამოვლინდა

149

სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მონიტორინგის შედეგად რიგი დარღვევები გამოვლინდა, განსაკუთრებით საყურადღებო კი, პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობებია, სადაც მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცნო მომსახურება დამაკმაყოფილებელი არ არის.

მონტირინგით გაირკვა, რომ  სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალადობის პრევენციის სერვისები, ასევე არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის რესურსი.

“დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას მათი უწყვეტი ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სსსმ მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”, – წერია მონიტორინგის შედეგებში.

ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, სკოლის პერსონალი, უსინათლო მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განსავითარებლად, სათანადოდ არ მუშაობს.

“დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნა მობილობასა და ორიენტაციაზე, ასევე თეთრ ხელჯოხზე საკმაოდ მწირია. სკოლის მოსწავლეები არ არიან უზრუნველყოფილნი შესაბამისი ზომისა თუ მოდიფიკაციის თეთრი ხელჯოხებით და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს.

ანგარიში სრულად იხილეთ ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g