LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ყველაზე ძვირი უბანი ისევ მთაწმინდაა – აქ 1 მ2 4000 ლარზე მეტი ღირს

95
mtawmindaaa

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობითვე, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-4.6 პროცენტი). 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს უბნების მიხედვით, ის ასე ნაწილდება:

1) მთაწმინდა – 4,089 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

2) ვაკე – 3,612 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

3) საბურთალი – 2,986 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

4) ჩუღურეთი – 2,970 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

5) კრწანისი – 2,964 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

6) დიდუბე – 2,812 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

7) გლდანი – 2,778 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

8) ნაძალადევი – 2,500 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

9) ისანი – 2,472 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;

10) სამგორი – 2,332 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი.

საქსტატის თანახმად, დასრულებული ბინების სეგმენტებში მათი მდგომარეობის მიხედვით ფასები ასეთია: მწვანე კარკასი – 3,020 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი; თეთრი კარკასი – 2,724 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი; შავი კარკასი – 2,200 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g