LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

828
BeFunky-collage (1)

 

სანზონა, ვაზისუბანი, გლდანი, ჩუღურეთი, ისანი – სამგორი – ეს არის თბილისის ის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა, ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე.გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

დღეს თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა.წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა.აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 39 წლის კაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს. შს მინისტრის ცნობით, სწორედ ამ კაცის სახლში მოხდა აფეთქება.

აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია, სამ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება

“მამაკაცს სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული და სხეულის 65 პროცენტის დამწვრობა აქვს მიღებული,”- ამის შესახებ განცხადება დამწვრობის ცენტრის მორიგე ექიმმა ირაკლი ჯაშმა გააკეთა. “დამწვრობის ფართი შეადგენს 60-65%-ს, მესამე ხარისხის დაზიანებაა, აღენიშნება სასუნთქი გზების დამწვრობა და დამწვრობითი შოკი, ამ წუთისათვის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.”- განაცხადა ექიმმა. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადებენ, რომ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტია გადაყვანილი, ერთი კაცი და ორი […]

კორპუსის სრულად ევაკუიერბულია. დაზიანებულია გვერდითა კორპუსიც.მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 120 ადამიანი თბილისის მერიამ სამ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა

კახა კალაძე ამბობს, რომ დაზარალებულების ნაწილმა სასტუმროზე უარი თქვა, რადგან თავიანთ ნათესავებთან ერჩივნათ ყოფნა, ხოლო ყველა დანარჩენი ამ დროისთვის სასტუმროებშია განთავსებული.ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის თქმით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა მინიმუმ ერთი კვირა საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g