LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაზე შესაძლოა, ჰესი აშენდეს

95

თბილისის ზღვაზე შესაძლოა, მცირე ჰესი აშენდეს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა განაცხადა, საუბარია ძალიან მცირე, ნახევარ-მეგავატიან ჰესზე და ის შესაბამისი კვლევის შემდეგ აშენდება.

”ეს არის მხოლოდ კვლევის მემორანდუმი. ექვსი თვის შემდეგ მათ უნდა მოიტანონ კვლევები და ამის შემდეგ მოხდება განხილვა, მიზანშეწონილია თუ არა მანდ ჰესის აშენება“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს მთავრობასა და კომპანია “აქუა ენერჯი ჯორჯიას”  შორის “თბილისის ზღვის ჰესის” თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმზე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g