LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თბილისის ზღვის პლაზის” გახსნის თარიღი გადაიდო

113

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი ”თბილისის ზღვის პლაზა” 17 დეკემბერის ნაცვლად, 17 მარტს გაიხსნება.
როგორც ”ფორტუნას” ”ჰუალინგ ჯგუფიდან” აცნობეს, გახსნის ოფიციალური თარიღის გადაწევა საინჟინრო სამუშაოებისას წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა, თუმცა სავაჭრო ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამჟამად სხვადასხვა უცხოურ ბრენდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახალ სავაჭრო ცენტრში ისეთი ბრენდებიც იქნება, რომლებიც ქართულ ბაზარზე ამ დრომდე არ არიან წარმოდგენილები, თუმცა მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

”დღედღეზე ველოდებით ორ ძალიან ცნობილ, მსოფლიო მასშტაბის ბრენდთან მემორანდუმის გაფორმებას. ეს ბრენდები აქამდე ქართულ ბაზარზე არ ყოფილან წარმოდგენილი და ჩვენი მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. ამასთან, ”თბილისის ზღვის პლაზაში” ევროპულ ბრენდებთან ერთად, განთავსდება კიდევ რამდენიმე ჩინური ბრენდი და ბუნებრივია, მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდებიც”, – განმარტეს ”ჰუალინგ ჯგუფში”.

მათივე ინფორმაციით, იგეგმება, რომ „თბილისის ზღვის პლაზა“ საქართველოსა და კავკასიის ყველაზე დიდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრად იქცეს. ის მომავალში საკუთარ თავზე აიღებს ევრაზიის რეგიონის საბითუმო, საცალო და და სადისტრიბუციო ცენტრის როლს, თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალ საქონელს და მოიზიდავს საუკეთესო კადრებს კომერციის სფეროში, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას ევრაზიის სატრანზიტო პუნქტის როლის შესრულებაში.

საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს: საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ ზონას, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერმინალს, სასაწყობო ზონას, კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს.

სავაჭრო ობიექტები დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა, ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანაქანის ნაწილები და სხვა.

„თბილისის ზღვის პლაზაში“ ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g